ლევან ბეჟაშვილი - გახელაძის გათავისუფლება უდავოდ მისასალმებელია, თუმცა მის გარდა კიდევ ბევრი მოქალაქეა დაკავებული და ხელისუფლებამ თანაბრად უნდა იზრუნოს, პოლიტიკური ქულების ჩაწერას არ უნდა ეცადოს
ლევან ბეჟაშვილი - გახელაძის გათავისუფლება უდავოდ მისასალმებელია, თუმცა მის გარდა კიდევ ბევრი მოქალაქეა დაკავებული და ხელისუფლებამ თანაბრად უნდა იზრუნოს, პოლიტიკური ქულების ჩაწერას არ უნდა ეცადოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ზაზა გახელაძის გათავისუფლება მისასალმებელია, თუმცა საქართველოს კიდევ ბევრი მოქალაქეა დაკავებული და ხელისუფლებამ მათზე თანაბრად უნდა იზრუნოს.

„გახელაძის გათავისუფლება უდავოდ არის მისასალმებელი ფაქტი, ვისაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში, თუმცა გახელაძის გარდა საქართველოს კიდევ სხვა ბევრი მოქალაქეა დაკავებული და ხელისუფლებამ თანაბრად უნდა იზრუნოს, არ უნდა ეცადოს, ასეთი გათავისუფლებების პიარ აქციად ქცევა და პირადი პოლოტიკური ქულების ჩაწერა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.