ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ლიბიის მმართველთან მოლაპარაკებას არ გეგმავს
ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ლიბიის მმართველთან მოლაპარაკებას არ გეგმავს

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ლიბიის მმართველ ხალიფა ჰაფთართან მოლაპარაკებას არ გეგმავს.

სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში ფაიეზ ალ-სარაჯიმ თქვა, რომ ექვსი შეხვედრის შემდეგ, ლიბიელმა გენერალმა სამხედრო ოპერაციის დაწყებით სისულელე ჩაიდინა და პოლიტიკურ პროცესს ძირი გამოუთხარა.

ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ხალიფა ჰაფთარი დროის მოგებას ცდილობდა და პოლიტიკურ პარტნიორად ვერ ჩამოყალიბდა.

ფაიეზ ალ-სარაჯიმ ასევე აღნიშნა, რომ ჰაფთარის არმია ნავთობის სადგურების მილიტარიზაციას შეეცდება, თუმცა ხელისუფლება ლიბიელი ხალხის რესურსებით თამაშის უფლებას არავის მისცემს.

მოამარ კადაფის არმიის ყოფილმა გენერალმა, ხალიფა ჰაფთარმა, თავის არმიას დედაქალაქ ტრიპოლიზე იერიში 4 აპრილს უბრძანა. საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.