ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა
ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ლიბიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის გამო ორი კაშხალი დაზიანდა, სანაპირო დასახლება წყალმა მთლიანად წალეკა.

ლიბიაში გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დერნაში წყალდიდობის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.

რეგიონში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანმა დაზიანებამ ზოგიერთი დაზარალებული რეგიონი ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის მიუღწეველი გახადა.