ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა

14:13, 12.09.2023

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა. საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის გამო, ორი კაშხალი დაზიანდა, სანაპირო დასახლება წყალმა მთლიანად წალეკა. დაკარგულად მიიჩნევა 5000-მდე მცხოვრები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი 10 ათასს გადააჭარბებს.

ქარიშხალმა „დენიელმა“ გაანადგურა ათასობით შენობა, მათ შორის ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიშიც.

ლიბიის აღმოსავლეთში დაფუძნებულმა პარლამენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მსგავსი