ლიბიაში წყალდიდობამ 800 000 ადამიანი დააზარალა
ლიბიაში წყალდიდობამ 800 000 ადამიანი დააზარალა

ხმელთაშუა ზღვის ქარიშხალ დანიელისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ ლიბიაში 800 000 ადამიანი დააზარალა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ეს რიცხვი არის ლიბიის მოსახლეობის დაახლოებით 11 პროცენტი.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ოპერაციას ნანგრევებში კვლავ განაგრძობენ. ლიბიის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქალაქ დერნაში ჯერ კიდევ ბევრია მსხვერპლთა ცხედრები, რომლებიც ტალახის ქვეშაა დამარხული ან ზღვაში ჩატანილი. ბოლო სამი დღის განმავლობაში მაშველებმა 450-ზე მეტი ცხედარი ნახეს დერნას მახლობლად მდებარე პლაჟებიდან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიამ ლიბიაში განაცხადა, რომ სტიქიის გამო საცხოვრებელი 38, 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა აღმოსავლეთ ლიბიაში, მათ შორის 30 000-მა მხოლოდ დერნაში.

ლიბიაში წყალდიდობას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.