ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა
ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხომალდი ქალაქ ზუვარადან გამოვიდა, ბორტზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ტალღების გამო გემი ჩაიძირა, რის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც დაიღუპა. 25 გადარჩენილი ადამიანი ლიბიის დაკავების ცენტრშია გადაყვანილი, ისინი მკურნალობას გადიან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.