ლიბიის ქალაქ ტრიპოლიში სარაკეტო დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ლიბიის ქალაქ ტრიპოლიში სარაკეტო დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის ქალაქ ტრიპოლიში სარაკეტო დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად რვა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, რომ ტრიპოლის მიმართულებით, რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რის გამოც ქალაქის რამდენიმე რაიონში კვამლი შეინიშნება.

გაეროს მონაცემების თანახმად, 4 აპრილის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების გამო ტრიპოლის გარეუბნებში საცხოვრებელი 20 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

ამჟამად ლიბიაში ორი მთავრობა მოქმედებს. ერთი, რომელიც ტრიპოლიშია განთავსებული, გაეროსა და ევროკავშირის მიერაა აღიარებული. ხოლო მეორე, ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით, აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელსაც დამოუკიდებელი პარლამენტი აქვს და ლიბიის ეროვნული არმია უჭერს მხარს.

4 აპრილს ხალიფა ჰაფთარმა თავის არმიას ტრიპოლიზე იერიშის დაწყება უბრძანა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში 174 ადამიანი დაიღუპა და 756 დაშავდა.