ლიბიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა დედაქალაქი ტრიპოლი დაიცვას. ამის შესახებ განცხადება ფაიზ ალ-სარაჯმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალმა ხალიფა ხაფთარმა განაცხდა, რომ მისი მომხრეები ლიბიის დედაქალაქის დაკავებას გეგმავენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ხაფთარი და მისი მომხრეები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ამჟამად ხაფთარის შეიარაღებული ამბოხებულები ტრიპოლის სამი მიმართულებიდან უტევენ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დასაწყისში ხაფთარმა და მისმა მომხრეებმა ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს.
ლიბიაში სამოქალაქო ომი და ძალადობა 2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების და მკვლელობის შემდეგ არ წყდება.