ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან ბრძოლების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან ბრძოლების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 27 ადამიანი. „ბიბისის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ექიმი.

ტრიპოლის აღმოსავლეთიდან ამბოხებულთა ძალები, გენერალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით უტევენ. ჰაფტარის ამბოხებულთა არმიამ ტრიპოლის დასაბომბად ავიაცია გამოიყენა. ტრიპოლის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გაერო-სგან მხარდაჭერილი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ფაიეზ ალ-სერაჯი აცხადებს, რომ ამბოხებულებს გადატრიალების მოწყობა სურთ, თუმცა საპასუხო ზომები იქნება მიღებული. დაშავებულების და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის, გაერო-მ ორ საათიანი ზავის ინიციატივა წარადგინა, თუმცა ბრძოლები გრძელდება.

უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. აღმოსავლეთლიბიის მმართველ ხალიფა ჰაფთარს მხარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ.