ლიბიაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 147-მდე გაიზარდა
ლიბიაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 147-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიბიის განყოფილების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად სხეულის დაზიანება 614-მა ადამიანმა მიიღო.
ლიბიის ნაციონალური არმიის მარშალმა, ხალიფა ჰაფთარმა 4 აპრილს თავის ძალებს ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიზე შეტევის დაწყება უბრძანა. ჰაფთარის არმიამ ტრიპოლის სამხრეთით, ქალაქებზე გარიანსა და სურმანზე დაამყარა კონტროლი.
გაერო-სგან მხარდაჭერილმა „ეროვნული თანხმობის მთავრობამ“ ჰაფთარის წინააღმდეგ 7 აპრილს ოპერაცია „ვულკანის რისხვა“ დაიწყო.
ლიბიაში პოლიტიკური კრიზისი 2011 წელს, ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ დაიწყო.