ლიბიაში ნავთობის კორპორაციაზე შეაირაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ლიბიაში ნავთობის კორპორაციაზე შეაირაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ლიბიაში, ნავთობის კორპორაციაში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. არის მსხვერპლიც. ჯერ უცნობია დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა. ინფორმაციას მედიასაშუალებები „ალ ჯაზირა“ და „როიტერსი“ ავრცელებენ.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ტრიპოლში მდებარე ნავთობის კორპორაციის შტაბბინაში ამჟამად თავდამსხმელების გაუვნებელყოფის მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს.

როიტერსის“ ინფორმაციით, შენობაში, სავარაუდოდ ხუთი ბოროტმოქმედი შეიჭრა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა. თანამშრომლების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. მათ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ეხმარებიან.

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამჟამად, შენობას შავი კვამლი ფარავს.