ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს საგარეო უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და აჭარის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბათუმში შეხვედრა გამართეს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებთან.
შეხვედრის ფარგლებში ოჯახის წვერებს ინფორმაცია მიეწოდათ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საქართველოს დაკავებული მოქალაქეების უფლებების დაცვის პროცესში და სისტემატიურ შეხვედრებს მართავს ოჯახის წვერებთან სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით
ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.
დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია.