ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ საიდის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დისტანციური მოწყობილობით ააფეთქეს.
ადგილობრივი მედიის ვერსიით, ავტომობილი მოძრაობა „ჰამასის“ ერთ-ერთ ლიდერს, აბუ-ჰამზე ჰამდანს ეკუთვნოდა. გავრცელებული ცნობით, აფეთქების დროს ის ავტომობილში არ იმყოფებოდა.