სირიის ქალაქ აფრინში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 43
სირიის ქალაქ აფრინში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 43

სირიის ქალაქ აფრინში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 43 კი, დაშავდა.

თურქეთისგან მხარდაჭერილი ძალების მიერ კონტროლირებულ ქალაქში მცირე ზომის სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული.

თურქული მედიის ინფორმაციით, თავდასხმაზე ოფიციალური პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე თავდასხმებს ქურთული სამხედრო ჯგუფები ახორციელებენ.

თურქული მედია წერს, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და „სახალხო დაცვის შენაერთების“ წევრები ჯარაბლუსის, აზაზისა და აფრინის წინააღმდეგ თავდასხმებს ტალ რიფაატისა და მანბიჯის რეგიონებიდან ახორციელებენ.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ჩრდილოეთში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქურთული სამხედრო ჯგუფების 11 წევრი გაანეიტრალეს, რომლებმაც თურქულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.