სირიაში, თურქეთის საზღვართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, დაიღუპა ექვსი ადამიანი
სირიაში, თურქეთის საზღვართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, დაიღუპა ექვსი ადამიანი

სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ თელ-აბაიადში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მომხდარის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ექვსივე მათგანი სამოქალაქო პირია.

ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თურქული მედიის ინფორმაციით, ის ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ თელ-აბაიადზე კონტროლი 2019 წლის ოქტომბერში თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის, „მშვიდობის წყაროს“ დროს პროთურქულმა ძალებმა მოიპოვეს.