აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, ლიბანს დახმარება აღმოუჩინოს

22:47, 04.08.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში აფეთქებას აქტიურად აკვირდება და მზადყოფნას გამოთქვამს, ლიბანს დახმარება აღმოუჩინოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აქტიურ კონტაქტზე არიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და არკვევენ, აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის არიან თუ არა ამერიკის მოქალაქეები.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.

მსგავსი