ლიბანის ქალაქ საიდში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

15:35, 14.01.2018

ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ საიდის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დისტანციური მოწყობილობით ააფეთქეს.

ადგილობრივი მედიის ვერსიით, ავტომობილი მოძრაობა „ჰამასის“ ერთ-ერთ ლიდერს, აბუ-ჰამზე ჰამდანს ეკუთვნოდა. გავრცელებული ცნობით, აფეთქების დროს ის ავტომობილში არ იმყოფებოდა.

მსგავსი