ლევან ყიფიანი - ზაზა ოქუაშვილი თავად მიდასტურებდა, რომ თემის მოგვარებაში ირაკლი ჩუბინიშვილი ეხმარებოდა
ზაზა ოქუაშვილი თავად მიდასტურებდა, რომ თემის მოგვარებაში ირაკლი ჩუბინიშვილი ეხმარებოდა, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩუბინიშვილის გარდა, ზაზა ოქუაშვილი კიდევ სხვა გვარებსაც ასახელებდა.
„ზაზა ოქუაშვილმა, თავისი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხი პოლიტიკურ ინტერესში გადაზარდა. მე არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ მქონდა. მე მხოლოდ ბიზნესინტერესები მაინტერსებდა. რაც შეეხება ბანკს, მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა „ოჯთ-“ის, თუ „ბეემვე-ს” ოფისში, სად წავიდა ეს ფული, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ლევან ყიფიანი დღეს საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.