ლევან ვასაძის გამოკითხვის დასრულებას მისი მხარდამჭერები ვერის ბაღში ელოდებიან
ვერის ბაღში გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან. ისინი ელოდებიან, როდის დასრულდება მთავარ სამმართველოში ლევან ვასაძის გამოკითხვა.
„არავის არ გვინდა რუსეთის ოკუპაცია და არავის არ გვინდა ბილწი ლგბტ“, – ამის შესახებ ლევან ვასაძის მხარდამჭერმა, გურამ ფალავანდიშვილმა ვერის ბაღში, სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება ლევან ვასაძის გამოკითხვას, გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, ის მალე დატოვებს საგამოძიებო ორგანოს.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ბატონ ლევანს მალე გამოუშვებენ. როგორც შევიტყვე, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იყო მცდელობა – ლგბტ თემის ერთი დროშა აწიეს და აქციის მონაწილეებმა ჩააწევინეს ეს დროშა. 95 პროცენტი, რაც ჩვენ ვიხილეთ, ზოგი „ნაციონალების“ მომხრეა, ზოგი „ოცნების“. ხალხი ყველა ერთნი ვართ. არავის არ გვინდა რუსეთის ოკუპაცია და არავის არ გვინდა ბილწი ლგბტ”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
მისივე თქმით, არავის არ უნდა ეგონოს, რომ ხალხი პარლამენტთან მივიდა ლგბტ თემის აქციაზე, ხალხი იქ მისულია რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით.