ლევან ვასაძე - ოკუპირებული ვართ ლიბერალური იდეოლოგიის მიერ, ვართ ტუსაღები
ლევან ვასაძე - ოკუპირებული ვართ ლიბერალური იდეოლოგიის მიერ, ვართ ტუსაღები

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე დემოგრაფიულ სტატისტიკაზე საუბრობს.

ლევან ვასაძე გამოსავალს მოქალაქეების სოფლად დაბრუნებასა და სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარებაში ხედავს. მისივე თქმით, ფონდი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ჩემი ოცნება არის, საქართველო გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც დაწერს კონსტიტუციას, რომელშიც ეწერება, რომ ადამიანის უფლებები არ არის მთავარი, არამედ მთავარია ადამიანის ვალდებულებები ოჯახისა და სამშობლოს წინაშე“, – ამის შესახებ ლევან ვასაძემ სამების ახალგაზრდულ ცენტრში დემოგრაფიული საკითხების განხილვაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ქვეყანა ლიბერალურ იდეოლოგიას აქვს ოკუპირებული.

„როგორც ვიყავით ოკუპირებული კომუნისტური იდეოლოგიის მიერ, ახლა ოკუპირებული ვართ  ლიბერალური იდეოლოგიის მიერ, ვართ ტუსაღები“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამჟამად გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს. ვასაძემ ახლად არჩეულ სახალხო დამცველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარია სექსუალური უმცირესობების დაცვას მისი წინამორბედის, უჩა ნანუაშვილის მსგავსად გააგრძელებს.