არავითარი კომბალი ან იარაღი, შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით სეანსებს, ვთიშავთ ფილმის ჩვენებას, – ასე მიმართავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე თანამოაზრეებს ვიდეოში, რომლითაც ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაგეგმილ პრემიერას ეხმიანება.
ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
„ლიბერალებს უნდათ, ამ კვირას საერთოდ ნამუსი აგვხადონ. მათ გადააღებინეს გრანტების ფულით ვიღაც უნამუსო შვედეთში მცხოვრებ ვითომ ქართველ ვაი რეჟისორს, ვინმე ლევან აკინს ფილმი, სადაც მთელი ჩვენი ქვეყნისათვის სულში ჩამაფურთხებელი ამბავია მოთხრობილი, ვითომ ამბავი ქართულის მოცეკვავე ორ მამაკაცზე, რომლებსაც ფილმის ავადმყოფი ავტორების ჩანაფიქრით, ერთმანეთი უყვარდებათ და მამათმავლურ ცოდვაში ჩავარდნილები ერთად ცხოვრობენ.
ამ ფილმის გადაღებით მათ მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს მთელი ქართული კულტურა, არა მარტო ცეკვა, კინო, მთელი ჩვენი ფოლკლორი, შეურაცხყოფა მიაყენეს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის, ასევე ჩვენი უამრავი სასიქადულო მოცეკვავისა და მომღერლის ნათელ ხსოვნას, ასევე, ჩვენი ცოცხალი ქართული ცეკვისა და სიმღერის ათიაათასობით მოღვაწეს, მოცეკვავეს, პედაგოგს და ასე შემდეგ.
არ დამიჯერებთ, მაგრამ ესეც არ იკმარეს და ამ კვირაში გაუგონარ საქმეს ლამობენ, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქვთ ექვს კინოთეატრში ამ ფილმის სამდღიანი ჩვენება დღეში ორ-ორი სეანსით. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ათასობით ადამიანი ნახავს ამ ფილმს და კიდევ უფრო გაირყვნება, კიდევ უფრო დეგრადირდება სულიერად და კიდევ უფრო ცინიკურ ცხოველად იქცევა და რა თქმა უნდა, ერთია, როდესაც ჩვენი გაუკონტრელებელი პორნოგრაფიული პოლიტიკის პირობებში ნებისმიერ ადამიანს ამის ნახვა შეუძლია და იცის რომ ამით ამ უსაქციელობასა და სამარცხვინო რამეს სჩადის, მაგრამ მეორეა, როდესაც მას სახელმწიფო და საზოგადოება ამის საჯარო უფლებას აძლევენ, ასეთი რამის ქვეყნის კინოთეატრებში ჩვენებით“, – აცხადებს ვასაძე.
ლევან ვასაძის თქმით, საჯარო სივრცეში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქუჩაა, ტელევიზია თუ კინოთეატრი, ქცევის წესებს კანონმდებლობა არეგულირებს.
„როგორც ვხედავთ ლიბერალებს ამ საჯარო სივრცის კონტროლი აქვთ ამოღებული მიზანში და სულაც არ ყოფნით ის ფაქტი, რომ მათ საძინებელში ან რაიმე ბინძურ კლუბში არავინ უვარდებათ. ეს იმიტომ, რომ უმძიმესი სოდომური ცოდვით შეპყრობილ ადამიანს ეშმაკი არ ასვენებს და სხვების შეცდენისა და გარყვნისკენ უბიძგებს და მას ამაში მხარს უჭერენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც, განსაკუთრებით ასაკოვანები, რადგანაც მათ თავი სოდომისტების გვერდით ქვეცნობიერად წმინდანებად ეჩვენებათ და თავიანთ სიცუდეს ამართლებენ მათი მეშვეობით და ყველანი თავისუფლები ვართო იძახიან. ყველანი თავისუფლები კი ვართ, მაგრამ საზოგადოება, რომელშიც ცოდვას ცოდვა აღარ ჰქვია, დეგრადირდება და იღუპება, როგორც ჩვენს თვალწინ იღუპება ჩვენი ქვეყანა.
საზოგადეობის გარყვნა კი იმ ძალების მიზანმიმართული შედეგია, რომლებიც მერე ამ საზოგადოებაზე ფულს აკეთებენ. რაც მთვარია, მათ მიერ მართული გეოპოლიტიკით და ომებით, ასევე ნარკოტიკებით, აზარტული თამაშებითა და ნებისმიერი იმ მანკიერი სერვისით ან პროდუქტით, რომელიც ჩვენს ერს ღუპავს ჩვენს თვალწინ. მამათვამლობა ქცევითი ანომალიააა, რომელიც მით უფრო მრავლდება, რაც უფრო ირყვნება საზოგადოება, ქცევა კი წამხედურობითი სინდრომია, ეს სოდომ-გომორშიც ჩანს და თანამედროვე მეცნიერებამაც დაამტკიცა.
გასული უმძიმესი ზაფხულის შემდეგ ამის გაგონებისას მე თავიდან არ მჯეროდა, რომ ამას გაგვიბედავდნენ. მე მიმაჩნდა, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მაინც გააკეთა შესაბამისი დასკვნები და წესით, აწი უნდა იცოდეს, რა რეაქცია მოჰყვება ამ პროვოკაციას და როგორი არეულობა იქნება ისევ ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჯერჯერობით, მათგან არაფერი იცის ამ ღონისძიების აკრძალვის თაობაზე. სიმართლე რომ გითხრათ, მეც, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, დავფიქრდი, რა მექნა ასეთ შემთვევაში. მე ხომ ისედაც საშინელი შეურაცხყოფის, დამცირების, დაცინვისა და ცილისწამების მსხვერპლი ვარ რამდენი წელია ამ დემონების მხრიდან და ჩემი ცოლ-შვილის თვალწინ მეძახიან ისინი იმას, რაც თვითონ არიან. მეგობრებთან მსჯელობისას ის აზრიც მოვისმინე, რომ ეს მე უფრო დამამცირებს ხალხის თვალში, კიდევ უფრო აბუჩად ამიგდებენ, ისევ, უკაცრავად, ერთი ადგილის მცველ რაინდსა და კომბლეს მიწოდებენ და გეგონება, მე სხვა საქმე არ მქონდეს, რვა შვილის მამას, რომელიც ათასობით ოჯახს ასაქმებს და ეხმარება საქართველოში, უცხოეთში სიმწრით ნაშოვი და აქ ჩამოტანილი საშუალებებითა და გამოცდილებით, ისევ მომიწევს თავი გავუყადრო ხალხს, რომელსაც არაფერი წმინდა არ აქვს; რომელიც ამაში ყველაფერში კიდევ ფულსაც აკეთებს, უცხოური გრანტებიდანაც, ადამიანების კაზინოებში, ნარკოტიკებში, ბანკებში და სხვაგანაც ძარცვიდანაც და ხაზინიდან ქურდობიდანაც. მაგრამ მე, ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისევ ვერ შევძელი გაჩუმება, ამ ამბის გვერდზე გატარება და მიუხედავად იმისა რომ 8 ნოემბერს სერბეთში უნდა ვყოფილიყავი დედის სიწმინდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებლად პლენალურ სესიაზე, კონფერენციის ორგანიზატორებს ბოდიში შევუთვალე და დღეს თბილისში დავრჩი, რათა თქვენთან ერთად კვლავ ვიბრძოლო ჩვენი სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად“, – აცხადებს ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში უნდა დაუშვან ფილმის ჩვენება და ისევე უნდა აღკვეთონ, როგორც გასულ ზაფხულს მოხდა „პრაიდის“ შემთხვევაში.
„ყველას, ვინც შეურაცხყოფილი ხართ იმით, რაც გასულ კვირას აკადრეს ჩვენს პატრიარქს, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ. თუ არ გესმით, რომ ეს ერთი და იგივე პროცესია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ნგრევისა. შეხედეთ, ვინ გამოესარჩლება ამ ფილმის ჩვენებას და უმალ დაინახავთ, რომ ეს ზუსტად იგივე ხალხია, ვინც ჩვენს პატრიარქს გვიგინებს და ყველაფერს თავად მიხვდებით.
ყველას, ვისაც მოგბეზრდათ ეს ნაც-ქოცების ერთმანეთში გადახლართული გარყვნილი ურთიერთობა, რომლის სიმბოლოც ამ ფილმის ეს ორი ვითომ მამაკაცია, მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ.
ყველას, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ლიბერალიზმმა და რუსულმა ოკუპაციამ ერთდროულად, ერთად მოგვტაცეს ჩვენი ზღაპარი, რომელიც აუცილებლად უნდა გავამთლიანოთ და აღვიდგინოთ და გავამთლიანოთ, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ.
ყველას, ვისაც არ გჯერათ ბოროტების გამარჯვების გარდუვალობისა და გჯერათ, რომ ვაჟკაცურ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს, რადგან უფალი არსებობს, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ.
ყველას, ვისაც მიუღებლად მიგაჩნიათ, რომ ქართულ ცეკვას, ქართულ კულტურას, ჩვენს უდიდეს ტრადიციას, ასე აფურთხებდნენ სულში ეს ბინძური ადამიანები, მოგიწოდებთ, რომ დაგვიდგეთ გვერდში.
ყველას, ვისაც ეჭვი არ გეპარებათ იმაში, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ვინ არის ჩვენი პატრიარქი და ვინ არის პაატა ცაავა, რა არის ოჯახი და რა არის გარყვნილება, გეძახით პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღში. გეძახით მთელ თბილისს, გეძახით მთელ საქართველოს, თქვენზე უფრო მეზარება, არავითარ პოპულარობას ამით არ ვეძებ, თქვენი და ჩვენი შვილებისათვის ვაკეთებ ამას და უმორჩილესად გთხოვთ, კვლავ არ დავიზაროთ და კვლავ დავდგეთ ერთად ეკლესიისა და ქვეყნის სადარაჯოზე.
ვიცი, რომ იქ სპეციალურად მოვა ხალხი, ვის გვერდზე დგომაც თქვენ არ გეპიტნავებათ, ესეც სპეციალურად კეთდება და სპონსორდება, რათა თქვენ ეს საბაბად გამოიყენოთ და არ მობრძანდეთ. ნუ ითაკილებთ ამას, ვიცი, რომ იქნება პროვოკაციები, შეიძლება მე რამე დამმართონ, რომ ქვეყანა არიონ ან რომელიმე გარყვნილი ადამიანი მოკლან ან ცემონ, რომ ხალხს დაგვაბრალონ. ნუ შეგვეშინდება, მშვიდად მივიღოთ ყოველივე განსაცდელი და ჩვენი ქვეყნის საქმე ისევ გავაკეთოთ. თუ მკითხავთ, როდემდე ვიყოთ ასეო, გეტყვით, რომ მუდმივად ან სანამ ისეთ პოლიტიკოსებს არ ავირჩევთ, ვინც დაგვპირდება, რომ გააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, აზარტულ თამაშობს, ნარკოვაჭრობას, ძვირ კრედიტებს, უკონტროლო იმიგრაციას, არასამთვრობოთა მავნებელ მოღვაწეობას, არ დაეხმარება ქართულ წარმოებასა და სოფელს და მიიღებს გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავ კანონს მთელ ქვეყანაში. მაგრამ რომ არც მოვესწროთ მაგ ბედნიერ დღეს, რომ ასეთი პოლიტიკოსები ავირჩიეთ, ჩვენ როგორც ერს საბრძოლველი მუდმივად გვექნება და იქნებ ეს არაა უბედურება და იქნებ ეს გამოღვიძებული, ნებისმიერი ძლიერი ხალხის ბუნებრივი მდგომარეობაა.
ჩვენი სამოქმედო გეგმა ამჯერადაც ძალზედ მარტივია, ჩვენ პარასკევს 8 ნოემბერს, 16:00 საათზე დიდი რაოდენობით შევიკრიბებით ვერის ბაღში, დავიყოფით ხუთ ჯგუფად და დავიძვრებით იმ კინოთეატრებისკენ, სადაც ეს ჩვენებები იგეგმება. ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში, მოვუწოდებ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციების წინააღმდეგ და არ დაიცვან ქვეყნის გარყვნა. წინააღდმეგ შემთხვევაში, ისინი შეარცხვენენ საკუთარ გვარებსა და ოჯახებს და იძალადებენ საკუთარ ხალხსა და მის ტრადიციას. მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს, შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას.
ყველას, ვისაც არ გინდათ, რომ თქვენი შვილები იზრდებოდნენ ასეთ ქვეყანაში, სადაც მათ ასეთ ფილმებს საჯაროდ ოფიციალურად აჩვენებენ და გვირყვნიან, გთხოვთ, რომ ყველაფერი გადადოთ და ეს სამი დღე ჩვენთან ერთად იბრძოლოთ. ნუ იქნებით ჩემს ან ვინმეს იმედზე, ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის დასაცავია, ვისაც საქართველოს სადღეგრძელო აგიწევიათ, ვისაც ქვეყანა გიყვართ, მობრძანდით ვერის ბაღში 16:00 საათზე, პარასკევს რვა ნოემბერს“, – აღნიშნავს ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში.