ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ფილმი ქართულ-შვედური კოპროდუქციაა.
საქართველოში ფილმის პრემიერა 8 ნოემბერს იგეგმება, მაგრამ მას არც მსახიობები და არც გადამღები ჯგუფის წევრები არ დაესწრებიან. მიზეზად მათი უსაფრთხოება სახელდება.
ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1964 წლიდან ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფესტივალია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.