ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მესამე საპრემიერო ჩვენება უნდა გაიმართოს, აქცია განახლდა
ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მესამე საპრემიერო ჩვენება უნდა გაიმართოს, აქცია განახლდა

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენების მესამე დღეს ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ საპროტესტო აქცია ისევ განახლდა. კინოჩვენება დღესაც 22:00 საათზე დაიწყება.

ადგილზე დღესაც მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შენობას პოლიციის კორდონი იცავს და უკვე მესამე დღეა, ასე უზრუნველყოფენ მაყურებლის უსაფრთხო შესვლას კინოთეატრში. ადგილზე დღესაც იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი.

აქციის მონაწილეები დღესაც ამბობენ, რომ პროტესტი არ გასცდება მშვიდობიან ფორმებს. ისინი შეძახილებით ხვდებიან მაყურებლებს.

გუშინ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაყურებელს შეაგინა. ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. სხვა სახის ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.