საბავშვო თეატრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იღებდნენ
საბავშვო თეატრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იღებდნენ

მქონდა ინფორმაცია, რომ ფილმს ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იღებდნენ, ბავშვებთან და მშობლებთან ჩემი რიგი პასუხისმგებლობა მეკისრება, – ამის შესახებ თეატრ „მეორე სახლის“ ხელმძღვანელი, ნინო მესხი აცხადებს, რომლის არასრულწლოვანი მოსწავლეები ლევან აკინმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღო.

როგორც მესხი ამბობს, ფილმის გადამღები ჯგუფი ვალდებული იყო აეხსნა, რა ფილმზე იყო საუბარი.

„ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები გვიან ღამით დამიკავშირდნენ. ორი ბავშვი სჭირდებოდათ, ვინც ცეკვა იცოდა. დილით გადაღებაზე დავიბარე, მივეცი მშობლების ნომრები. ჩემი ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იყო ეს ფილმი. ჩემი რიგი პასუხისმგებლობა მეკისრება ბავშვებთან და მშობლებთან. ვალდებულები იყვნენ, ერთი ფრაზით მაინც აეხსნათ ამ ფილმის შესახებ, თუკი თემა იყო ასეთი სენსიტიური. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მსგავს სიტუაციაში ჩავვარდებოდი დღეს“,- თეატრ „მეორე სახლის“ ხელმძღვანელი.

ორი არასრულწლოვანის მშობელი, რომელთა შვილებიც ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღეს, პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ზურაბ ღვინიაშვილმა და ზიზი ტოგონიძემ განაცხადეს, მათი შვილები ფილმში მოტყუებით გადაიღეს.

დატოვე კომენტარი