„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრები, სასტუმროს მეპატრონესთან შეხვედრის მოთხოვნით, აქციას მართავენ
„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრები, სასტუმროს მეპატრონესთან შეხვედრის მოთხოვნით, აქციას მართავენ

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ დაკავებული თანამშრომლის, გიორგი მიქელაძის, ოჯახის წევრები სასტუმროს მეპატრონესთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი სასტუმროს წინ აქციას მართავენ.

„ჩემი მეუღლე საწყობის გამგე იყო, სად სახანძრო უსაფრთხოება და სად მისი მოვალეობა. გაოცებული ვარ, უდანაშაულო პირს მოკიდეს ხელი“, – განაცხადა პირველ არხთან გიორგი მიქელაძის მეუღლემ, თეა ფუტკარაძემ.

როგორც დაკავებულის დედამ, ნათელა მიქელაძემ აღნიშნა, მისი შვილი ხანძრის დღეს თურქეთში იყო.

„ხანძრის დღეს თურქეთში იყო, ხელმძღვანელობამ გაუშვა, თუ ჩემს უდანაშაულო შვილს არ გაათავისუფლებენ, ძალიან დიდ აქციებს მოვაწყობთ“, – განაცხადა ნათელა მიქელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ხანძრის ფაქტზე, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, ორი პირი 23 მარტს დააკავა.