„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები მიმდინარეობს
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან.
პოლიტიკოსების განცხადებით, შეხვედრაზე სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ, რომელიც მათი თქმით, დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გასაჯაროვდება.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეიძლება მემორანდუმი მიიღონ, თუმცა ნათელაშვილს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეკრებას ესწრებიან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, მიტინგი გაგრძელდეს. დანარჩენს გეტყვით მოგვიანებით“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სერგო რატიანმა.