„ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ მათ ოფისზე განთავსებულ ბანერს უცნობმა პირმა ბოთლი ესროლა
„ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ მათ ოფისზე განთავსებულ ბანერს უცნობმა პირმა ბოთლი ესროლა

„ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ დღეს, გამთენიისას პარტიის ცენტრალურ ოფისს უცნობი პირი დაესხა თავს.

როგორც პარტიაში ამბობენ, უცნობი პირი სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მათივე თქმით, აღნიშნულმა პირმა შუშის ბოთლი პარტიის ოფისზე განთავსებულ ბანერს ესროლა.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას ასრულებენ.

„ლეიბორისტული პარტიის“ დაცვის უფროსის განცხადებით, აღნიშნული ოფისზე თავდასხმის შემთხვევა პირველი არ არის და პერნანენტულად ხდება მსგავსი შემთხვევები.