„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები მიმდინარეობს
„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები მიმდინარეობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან.

პოლიტიკოსების განცხადებით, შეხვედრაზე სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ, რომელიც მათი თქმით, დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გასაჯაროვდება.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეიძლება მემორან​​დუმი მიიღონ, თუმცა ნათელაშვილს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

შეკრებას ესწრებიან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, მიტინგი გაგრძელდეს. დანარჩენს გეტყვით მოგვიანებით“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სერგო რატიანმა.