შალვა ნათელაშვილი - ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი
შალვა ნათელაშვილი - ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი

პარლამენტიდან ოპოზიციის გამოსვლა და მხოლოდ ქოცების დატოვება რამდენიმე სატელიტთან ერთად, მით უფრო იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა არ დარჩეს შიგნით, ნიშნავს, რომ რეჟიმი ჩამოშლილია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, გამოსავალი ახალი არჩევნებია, „თუმცა არჩევნებზე ვერ გავალთ ჩამომპალი საარჩევნო კანონმდებლობით“.

„უნდა არსებობდეს გარკვეული გეგმა, თანმიმდევრობა, რომ პარლამენტიდან გამოსვლის შემდეგ იქნება ახალი არჩევნები, მაგრამ ახალ არჩევნებზე ვერ გავალთ ჩამომპალი საარჩევნო კანონმდებლობით, ის უნდა შეცვალოს და კონსულტაციები გაგრძელდეს. რაც შეეხება ჩვენს ფანჩატურს, როგორც უწოდებენ, თუ გავითვალისწინებთ ნობელის პრემიის ლაურეატთა დასკვნებს, ბუნებაში არაფერი იკარგება, რაც აკლდება ერთ საგანს, ემატება მეორე საგანს. ამ შემთხვევაში, ფანჩატურის ძირითადი ნაწილი შევიდა პარლამენტში, მაგრამ ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.