ლეგიონერები „ბორნმუთიდან“, „მონაკოდან“ და „ტიროლიდან“ - 16-წლამდელთა ნაკრები უეფა-ს ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT
4-დან 9 აპრილის ჩათვლით სან მარინო უეფა-ს განვითარების თასს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებიც ითამაშებს.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ჩიტაურის გუნდი სან მარინოში მონტენეგროს, სლოვენიასა და მასპინძელი ქვეყნის 16-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის გაზაფხულზე უეფა-ს განვითარების თასს 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის საქართველომ უმასპინძლა, რომელიც გიორგი ხიზანიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მატჩების განრიგი:
4 აპრილი
13:00 | მონტენეგრო – საქართველო
6 აპრილი
17:00 | სან მარინო – საქართველო
9 აპრილი
12:30 | სლოვენია – საქართველო
აღნიშნული ასაკობრივი ნაკრები კვიპროსში გასამართ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიასა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. შესარჩევ მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
U16 შემადგენლობა:
მეკარეები: საბა ასანიძე (თენგიზ სულაქველიძის აკადემია), ვანო ბახუტაშვილი (35-ე სკოლა).
მცველები: ოთარ ჯაოშვილი, დაჩი გოგოლი, საბა ხაჩიძე (სამივე – „სელერო“), სანდრო ამისულაშვილი („საბურთალო“), მათე-გიორგი ტატიშვილი („დოიც 05“, გერმანია), ლუკა ლაშხია („მერანი“, მარტვილი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე, დავით გოგილაშვილი, გიგა ნიკვაშვილი, სანდრო რატიანი (ყველა – „საბურთალო“), საბა ნიორაძე, დავით ნახუცრიშვილი („სელერო“), ლუკა კვაშილავა („კოლხეთი“ ფოთი), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი), სანდრო ქუთათელაძე („მონაკო“, საფრანგეთი), გიორგი ბედიანაშვილი („ტიროლის აკადემია“, ავსტრია), ნიკა დანელია („მერანი“, მარტვილი).
თავდამსხმელები: გიორგი ფერაძე („სელერო“), გიორგი მჟავანაძე („საბურთალო“), გიორგი ჭეხანი (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია).