ორი სპარინგი თურქეთთან - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო #1TVSPORT
ორი სპარინგი თურქეთთან - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ვაჟთა 17-წლამდელთა ნაკრები 12 და 15 დეკემბერს თურქეთის 17-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

გიორგი ჩიტაურის ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც თურქეთს, სერბეთსა და დანიას შეხვდება. ჯგუფის მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებულები და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებს.

გიორგი ჩიტაურმა შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: სანდრო დადეშქელიანი, საბა ტარტარაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია).

მცველები: საბა ხარებაშვილი, ანდრია ხოროიშვილი, ნიკოლოზ გვაზავა, გიორგი გვასალია, გიგი გლუნჩაძე, შოთა დიაკონიძე (ყველა – დინამო თბილისი), დაჩი გოგოლი (სელერო), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია, რეზი დანელია (ყველა – დინამო თბილისი), ნიკა სურგულაძე, დავით გოგილაშვილი, სანდრო რატიანი (სამივე – საბურთალო), ლუკა ლაშხია (მარტვილის მერანი), საბა ნიორაძე (სელერო), ნიკოლას ჯეჯეია (სანტ-კუგატი, ესპანეთი), ანდრია ჭეიშვილი (ალკოჩეტენსი, პორტუგალია).

თავდამსხმელები: გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), ანდრია ვიბლიანი (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია).

12 დეკემბერი. 15:00, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო V თურქეთი

15 დეკემბერი, 15:00, „დავით პეტრიაშვილი არენა“

საქართველო V თურქეთი