საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე მალტასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე მალტასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მალტაში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე გამოსვლა მასპინძლებთან შეხვედრით დაასრულა, რომელიც პენალტების სერიაში დათმო.

პირველი მატჩი გუნდმა ლიხტენშტაინთან 1:0 მოიგო. მეორე თამაში, მოულოდნელად, ანდორასთან 0:1 დათმო, რაც ტურნირის მთავარი სენსაცია აღმოჩნდა. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე უნაი სუბიროსმა გაიტანა და ანდორას გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები ბოლო ტურში მალტას დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა უკეთ შეასრულეს – 4:2.