ელიტრაუნდის მატჩებამდე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იძულებითი ცვლილებები განხორციელდა #1TVSPORT
ელიტრაუნდის მატჩებამდე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იძულებითი ცვლილებები განხორციელდა #1TVSPORT

დღეს ქუთაისში 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდს სერბეთთან მატჩით გახსნის. მნიშვნელოვან შეხვედრამდე ნაკრებში რამდენიმე იძულებითი ცვლილებაა.

გუნდს ვირუსის გამო ალექსანდრე ამისულაშვილი, ლუკა კვაშილავა და საბა ასანიძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად ნაკრებს ლუკა ლაშხია, ლაშა ხუციშვილი და საბა ტარტარაშვილი დაემატნენ.

ტემპერატურა ჰქონდა გუნდის ძირითადი ბირთვის რამდენიმე წევრსაც და ისინი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებენ.

U17 | შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი (ვესტერლო, ბელგია), საბა ტარტარაშვილი (დინამო თბილისი).

მცველები: ლუკა ლაშხია (მერანი მარტვილი), დაჩი გოგოლი (სელერო), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი (იბერია 1999), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი), სანდრო რატიანი (იბერია 1999), ნიკოლოზ სურგულაძე (იბერია 1999).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (იბერია 1999).

20 მარტი, 17:00

საქართველო V სერბეთი

23 მარტი, 17:00

საქართველო V თურქეთი

26 მარტი, 17:00

საქართველო V დანია