ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT

2025 წლის ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს 17 და 19-წლამდელთა გუნდების მეტოქეები ცნობილია.

წილისყრა ნიონში, უეფა-ს სათავო ოფისში გაიმართა.

19-წლამდელთა ნაკრები (მწვრთნელი ლაშა ფირცხალაიშვილი) ელიტრაუნდში ნორვეგიას, შვედეთსა და ესტონეთს დაუპირისპირდება. შესარჩევი ეტაპიდან შვიდი გუნდი გავა და ფინალურ ეტაპზე ტურნირის მასპინძელ რუმინეთთან ერთად ითამაშებს.

გიორგი ხიზანიშვილის 17-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პოლონეთს, სლოვენიასა და სომხეთს შეხვდება. შეჯიბრება ახალი ფორმატით ჩატარდება და ევროპის ჩემპიონატზე რვა გუნდი იასპარეზებს.

სფფ-ის ცნობით, ორივე ასაკობრივ ტურნირზე მატჩების თარიღებისა და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.