საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან ბოლო წამებზე გაიმარჯვა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან ბოლო წამებზე გაიმარჯვა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თურქ თანატოლებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და ბოლო წამზე გატანილი გოლით 2:1 გაიმარჯვა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 12 დეკემბერს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და 1:1 დასრულდა. 17-წლამდელთა ნაკრებიდან ერთადერთი გოლი მატჩის 61-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარებული დაპირისპირებაც გიორგი ჩიტაურის გუნდისთვის მსგავსი სცენარით დაიწყო. მეათე წუთზე თურქეთის 17-წლამდელთა გუნდი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ემირჰან ალთუნდაჯიმ დააწინაურა და სტუმრებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. 75-ე წუთზე სტუმრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „დინამო თბილისის„ მცველმა, გიგი გლუნჩაძემ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. 83-ე წუთზე რეზი დანელიას გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ქერემ მატიშლის ვერ აჯობა და სტუმრები გადარჩნენ.

თუმცა, 90-ე წუთზე საგოლე შეტევა სწორედ დანელიას მონაწილეობით განვითარდა. ნიკა ჩიქოვანმა მასთან გაითამაშა ბურთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.