საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ევრო 2024-ის ელიტრაუნდს თბილისი უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ევრო 2024-ის ელიტრაუნდს თბილისი უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 20 მარტს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩაერთვება.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად თურქეთს, სერბეთსა და დანიას შეხვდება. ჯგუფის მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფების გამარჯვებულები და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ.

გიორგი ჩიტაურმა 17-წლამდელების შემადგენლობა დაასახელა. გუნდში უცხოეთში მოთამაშე სამი ფეხბურთელია – ბელგიური „ვესტერლოს“ მეკარე გიორგი ყავლაშვილი, ინგლისური „ბორნმუთის“ ნახევარმცველი გიორგი ჩუბინიძე და ბელგიური „ბრიუგეს“ თავდამსხმელი ჰალიდ დოლტმურზიევი.

მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი (ვესტერლო, ბელგია), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გიორგი გვასალია, შოთა დიაკონიძე, მათე შათირიშვილი, გიგი გლუნჩაძე (ყველა – დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), დაჩი გოგოლი (სელერო).

ნახევარმცველები: გიორგი ლომიძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ლუკა წულაია, რეზი დანელია, ნიკოლოზ ელისაშვილი (ყველა – დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი, ნიკოლოზ სურგულაძე, სანდრო რატიანი (ყველა – იბერია 1999), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკა კვაშილავა (კოლხეთი ფოთი 1913).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო).

20 მარტი, 17:00

საქართველო V სერბეთი

23 მარტი, 17:00

საქართველო V თურქეთი

26 მარტი, 17:00

საქართველო V დანია