საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გამოსვლა წაგებით დაიწყო – სალომე ხუბულურის მიერ გაწვრთნილი გუნდი რუმინეთის ასაკობრივ ნაკრებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2.

რუმინელებმა ორივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს, საქართველოს ნაკრებს კი ორჯერ შეეძლო მეტოქის კარის აღება, თუმცა ანანო წიქარიძის დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა, მეორედ კი მეკარემ მოიგერია. 78-ე წუთზე წიქარიძემ ლამაზი გოლით სხვაობა მაინც შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 20 მარტს ჯგუფის მასპინძელთან, ფარერის კუნძულების ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

საკვალიფიკაციო ეტაპიდან A ლიგაში B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდებიან.