ლეგენდარული მოცეკვავე მიხაილ ბარიშნიკოვი თბილისში იმყოფება. ბარიშნიკოვი თბილისის საერთშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
14,15 და 16 სექტემბერს, ფესტივალის პროგრამით, მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენილი იქნება მონოსპექტაკლი „ბროდსკი ბარიშნიკოვი“, რომელიც მოცეკვავემ, მეგობარს, ნობელის პრემიის ლაურეატს, პოეტ იოსიფ ბროდსკის მიუძღვნა. საათნახევრიანი მონოსპექტაკლი ლატვიელმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა დადგა.
მიხაილ ბარიშნიკოვი ქართულ ნაციონალურ ბალეტში „სუხიშვილების“ რეპეტიციაზე დღეს საკუთარი სურვილით მივიდა, ანსამბლის მოცეკვავეებთან და ხელმძღვანელებთან ფოტოები გადაიღო და რეპეტიცია საკუთარი „აიფედით“ გადაიღო. გუშინ ბარიშნიკოვი ჯანსუღ კახიძის ცენტრში, ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტის რეპეტიციაზე იმყოფებოდა.