თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ონლაინ სივრცეში გაიმართება
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ონლაინ სივრცეში გაიმართება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2020 ონლაინ სივრცეში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს.

„15-22 დეკემბერს, დედაქალაქის მერია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარს უკეთებს ყველას, ვისაც უყვარს თეატრი. პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი სრულებით უფასოდ შეძლებს.

15 დეკემბრიდან – 18 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება 11 უცხოური სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენილი თბილისში. საერთაშორისო პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.

ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოდგენილი იქნება 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები და დამოუკიდებელი კომპანიები. ქართული სპექტაკლების პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 48 საათის განმავლობაში“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

პროგრამისა და სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია ფესტივალის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე.