საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ ჯორჯ ბუშევეის, ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეების ჯოუელ ბრაუნი და ივ მაცოს დუეტით გაიხსნება
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ ჯორჯ ბუშევეის, ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეების ჯოუელ ბრაუნი და ივ მაცოს დუეტით გაიხსნება

რიგით 11 – ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ ჯორჯ ბუშევეის, ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეების ჯოუელ ბრაუნი და ივ მაცოს დუეტით გაიხსნება

ჯოუელ ბრაუნმა და ივ მაცომ გლაზგოში ორგანიზაცია Tramway-ში გაიცნეს ერთმანეთი 2015 წელს, როცა „სკოტიშ ბალეი“, „ინდეპენ-დენსი“ და მარკ ბრიუ ახალ ნამუშევარზე მუშაობდნენ. ერთად ცეკვის პირველივე დღეს მიხვდნენ, რომ ერთი გზა აქვთ. 111 ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

111 კომპანია Unlimited- ის მიერ დაკვეთილი და დაფინანსებული ნამუშევარია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანებისადმი პატივის მისაგებად შეიქმნა.  სპექტაკლი 111 ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს ორი სრულიად განსაკუთრებული მოცეკვავის თავგადასავალია.

2019 წელს 111 ედინბურგის თეატრალური ფესტივალზე Made in Scotland- ის პრესტიჟული ჩვენებისთვის იქნა შერჩეული.

გაზეთმა „გარდიანმა“ დადგმა ამ წლის თორმეტი საუკეთესო სპექტაკლის ჩამონათვალში შეიტანა. 111 მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დღეს პირველად იქნება წარმოდგენილი. სწორედ ამ სპექტაკლით აიღებს სტარტს ტრადიციული თეატრალური საერთაშორისო ფესტივალი 2019 წელს.

11-ე ფესტივალი 24 ოქტომბერს დასრულდება.