ლაშა ტალახაძის სამი ოქრო და შვიდი რეკორდი | აშხაბადი 2018
ლაშა ტალახაძის სამი ოქრო და შვიდი რეკორდი | აშხაბადი 2018

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, ირაკლი თურმანიძე ასპარეზობას ტრავმის გამო გამოეთიშა და მეორე მოძრაობაში მონაწილეობა აღარ მიუღია. ტალახაძემ ატაცში 217 კგ. დაძლია და პირველი ადგილი აიღო.

ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 474 კგ. დაძლია და სამივე ოქროს მედალი (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) მოიპოვა.

აკვრაში პირველ გამოსვლაზე ტალახაძემ 245 კგ. აწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მეორე ცდაზე ლაშამ 252 კგ. შეუკვეთა და მასაც მარტივად გაუმკლავდა. მესამე ცდაზე ლაშამ კიდევ ხუთი კილოგრამი მოუმატა და 257 კგ.-ც მარტივად დასძლია.

მთლიანობაში ტალახაძემ ტურნირზე შვიდი რეკორდი დაამყარა (ორი ატაცი, ორი აკვრა და სამი ორჭიდი).