ლაშა ტალახაძე - ჩვენი გამარჯვება საქართველოს ეძღვნება | ექსკლუზიური ინტერვიუები აშხაბადიდან [ვიდეო]

აშხაბადში გამართული ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველთა ტრიუმფით დასრულდა. ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და შვიდი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ირაკლი თურმანიძემ კი ატაცში ბრინჯაოს მედალი აიღო. ბრინჯაოს მედალი აიღო რევაზ დავითაძემაც, რომელიც 89 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი არხი ლაშა ტალახაძის, ირაკლი თურმანიძის, გიორგი ასანიძის და კახი კახიაშვილის პირველ კომენტარებს გთავაზობთ.