ლაშა ტალახაძე – შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია

18:40, 14.11.2018

მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გულშემატკივრებს თანადგომისა და წარმატების გაზიარებისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა  მაძლიერებს დაჩემი საქართველოს წინაშე ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას. სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებებიც. სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ.  შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია. ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს. ჩემთვის თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა.  ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემ საქართველოს”, – წერს ლაშა ტალახაძე.

მსგავსი