სალომე ზურაბიშვილი - ლაშა ტალახაძე არის მაგალითი, რომ ლანძღვა და მუქარა შედეგის მომტანი ვერ არის
სალომე ზურაბიშვილი - ლაშა ტალახაძე არის მაგალითი, რომ ლანძღვა და მუქარა შედეგის მომტანი ვერ არის

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლაშა ტალახაძეს ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას ულოცავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ამ წუთებში. ვულოცავ. აი, მაგალითი, ლანძღვა და მუქარა შედეგის მომტანი ვერ არის, პირიქით, ადამიანს უმატებს შემართებას და გამარჯვებამდე მიჰყავს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ლაშა ტალახაძემ დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 474 კგ. დაძლია და სამივე ოქროს მედალი (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) მოიპოვა.