ლაშა ტალახაძე ატაცს 208, ხოლო აკვრას კი 245 კილოგრამით დაიწყებს | აშხაბადი 2018
ლაშა ტალახაძე ატაცს 208, ხოლო აკვრას კი 245 კილოგრამით დაიწყებს | აშხაბადი 2018

აშხაბადში მიდმინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს საქართველოს ღირსებას ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე დაიცავენ.

მსოფლიოს მოქმედი და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ატაცის პირველ ცდაზე 208 კგ.-ს შეეჭიდება, ხოლო აკვრაში კი 245 კგ.-ს.

რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, ატაცს ის 195 კგ.-თი იწყებს, ხოლო აკვრას კი 230 კგ.-თი.

ტურნირის ბოლო დღეს სუპერ მძიმე წონაში მოასპარეზე სპორტსმენები ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ინტერნეტ სტრიმის ხილვა აშხაბადი 2018-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ.

დატოვე კომენტარი