ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გულშემატკივრებს ქომაგობისთვის მადლობას უხდის და პირდება, რომ მათ მომავალშიც გაახარებს – ამის შესახებ ის სოცილურ ქსელში წერს.
„მივესალმები ჩემს ყველა გულშემატკივარს, მივესალმები ჩემს ქვეყანას. მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ, იმ თბილი და კარგი სიტყვებისთვის რასაც ჩემთვის იმეტებთ, იმ პოზიტური პოსტებისა და კომენტარებისთვის, რაც დაიწერა ჩემს მიმართ. თქვენი გულშემატკივრობა შემართებას, ძალას და ბრძოლისუნარიანობას მიასმაგებს! ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.
მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას“ – წერს „ფეისბუქში“ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და საქართველოს დელეგაციის წევრები თბილისში შაბათს, 01:30 საათზე დაბრუნდებიან.