ლაშა შინდაგორიძე "ბალმაზუივაროშზე" - გუნდი თუ გავარდა, თავისუფალი აგენტი გავხდები
ლაშა შინდაგორიძე "ბალმაზუივაროშზე" - გუნდი თუ გავარდა, თავისუფალი აგენტი გავხდები

„საბურთალოს” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც გასულ სეზონში ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ”ბალმაზუივაროშთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

თუმცა, 24 წლის ფეხბურთელის თქმით, საბოლოოდ, ყველაფერი მაისში გადაწყდება.

„ბალმაზუივაროშთან” წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გავაფორმე. მაგრამ კონტრაქტში გათვალისწინებულია პირობები, რომელიც ჩემი მოთხოვნით ჩაიწერა: გუნდი უნგრეთის ჩემპიონატში ბოლოდან მეორე ადგილზეა და გავარდნის შემთხვევაში, თავისუფალი აგენტი გავხდები“, – ამბობს შინდაგორიძე.

მისი თქმით, უნგრეთში კარგად დახვდნენ.

„ამ ეტაპზე, „ბალმაზუივაროშის” ბაზაზე ვცხოვრობ, მაგრამ ორშაბათიდან სახლს მიქირავებენ. მწვრთნელს ველაპარაკე, რომელმაც თავისი ხედვა გამაცნო და მითხრა, რომ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ჩემი იმედი აქვს. მეორე დღეა, რაც ახალ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, კარგი გარემო და ყველანაირი პირობაა, ფეხბურთელი რომ განვითარდეს”, – განაცხადა შინდაგორიძემ.