ლაშა ჟვანია - უარს ვამბობ მატყუარა ადამიანების დაბრუნებაზე, რომლებიც იმასაც კადრულობენ, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ტყუილებს ამბობენ
უარს ვამბობ იმ ადამიანების დაბრუნებაზე, რომლებიც იმასაც კი კადრულობენ, რომ პატრიარქს ატყუებენ, პატრიარქთან შეხვედრის მერე გამოდიან და ისევ ტყუილებს ამბობენ,- ამის შესახებ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო დღეს ისევ არჩევანის წინაშე დგას.
„ყველაზე მთავარი არის, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ ისევ არჩევანის წინაშე. 2012 წელს ჩვენ უარი ვუთხარით წინა რეჟიმს, რომელშიც მე ვმუშაობდი. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ვყავარ თავის დროზე მიყვანილი მის მოადგილედ. შემდგომ ვიყავი ელჩი და ეკონომიკის მინისტრი. უარს ვამბობ ამ რეჟიმის უკან დაბრუნებაზე, უარს ვამბობ მატყუარა ადამიანებზე, რომლებიც უკვე იმასაც კადრულობენ, რომ პატრიარქს ატყუებენ, პატრიარქთან შეხვედრის მერე გამოდიან და ისევ ტყუილებს ამბობენ. უარს ვამბობთ ყველანაირ ტყუილზე და რა თქმა უნდა, უარს ვამბობთ რუსეთის ფარგლებში დაბრუნებაზე. ის კანდიდატი ჩვენ ამას გვპირდება. ის კანდიდატი გვპირდებს ამნისტიას ყველა დამნაშავისას. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა დემოკრატიული და სტაბილური განვითარება ქვეყნის. ეს არის თავისუფალი საზოგადოების მოთხოვნა“,-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ, რუსთაველის თეატრიდან ქუჩაში გადაინაცვლეს. ხალხის სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.