ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხუთ ივლისს გაიმართება

12:51, 29.06.2024

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხუთ ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.

პირველი ტურის შედეგების თანახმად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მასუდ ფეზეშქიანი მცირედით უსწრებდა ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის ყოფილ მთავარ წარმომადგენელს, რადიკალ კონსერვატორს, საიიდ ჯალილის.

მსგავსი