ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხუთ ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.
პირველი ტურის შედეგების თანახმად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მასუდ ფეზეშქიანი მცირედით უსწრებდა ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის ყოფილ მთავარ წარმომადგენელს, რადიკალ კონსერვატორს, საიიდ ჯალილის.